საოცარი ფინალი – არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია

ფინალი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ძალიან ემოციური და სანახაობრივი გამოდგა.

მსოფლიოს ჩემპიონი – არგენტინის ნაკრები

კატარი 2022-ის ფინალის დაძაბულ მატჩში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ფინალი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ძალიან ემოციური და სანახაობრივი გამოდგა.

თამაში არგენტინის ნაკრებმა ძალიან აქტიურად დაიწყო. 23-ე წუთზე ანგარიში ლეონელ მესიმ დი მარიას მოპოვებული პენალტით გახსნა და თავისი ნაკრები დააწინაურა. არგენტინის ნაკრები მეტოქეზე აშკარა უპირატესობას ფლობდა და 36-ე წუთზე შესანიშნავი კონტრშეტევა დი მარიას გოლით დასრულდა. თამაშის პირველი ნახევარი არგენტინის ორქულიანი უპირატესობით დამთავრდა.

მეორე ტაიმის 80-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ მოანის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რის შედეგადაც დანიშნული პენალტი ჩემპიონატის მომბარდირმა კილიან მბაპემ შეასრულა და ნაკრებს ერთი ქულა მოაპოვებინა. ბრწყინვალედ შესრულებული პენალტიდან, ზუსტად ერთ წუთში ტურამის პასით მბაპემ მეორე გოლი გაიტანა და ყველასთვის მოულოდნელად თამაშის სცენარი რადიკალურად შეცვალა.

დამატებით დროში მესიმ დუბლი შეასრულა და არგენტინის ნაკრები ისევ დააწინაურა. 116-ე წუთზე მბაპემ კიდევ ერთი პენალტი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებული დროის ფრედ დასრულების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა. არგენტინის ნაკრების მხრიდან გოლი ლიონელ მესიმ, პაულო დიბალამ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა გაიტანეს.

რაც შეეხება საფრანგეთს, ორი გოლი კილიან მბაპემ და მოანიმ შეაგდეს, ხოლო კინგსლი კომანმა და აურელინ ჩუამენმა თერთმეტმერტიაში ვერ გაიტანეს. საბოლოოდ, პენალტების სერიაში არგენტინამ საფრანგეთი – 4:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი