თეკლა კევლიშვილი კიოკუშინკაი კარატეში საქართველოს ჩემპიონი გახდა

კიოკუშინკაი კარატეში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა კარატისტმა, 14 წლის თეკლა კევლიშვილმა, თავისი ასაკისა და წონის კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.

ფაქტს სპორტსმენის მამა სოციალურ ქსელში ეხმაურება და თავის ემოციებს გვიზიარებს.

“გუშინ, 18 დეკემბერს, კიოკუშინკაი კარატეში საქართველოს ჩემპიონატი (18 წლამდე ასაკის) გაიმართა, სადაც თეკლა კევლიშვილმა თავისი ასაკისა (14 წლის) და წონის ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის პირველი ადგილი დაიკავა… დიდი მადლობა ამ “პატარა” სიხარულისთვის პირადად მას – თეკლა კევლიშვილს, ჩვენს სენსეის – ქალბატონ მარიამ ნარგიზაშვილს, კლუბს “იბერია” და კიოკუშინ კარატეს (IKO-MATSUSHIMA) ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ კვანჭიანს! …’’- წერს დიმიტრი კევლიშვილი თავის ფეიბუქ გვერდზე.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი