არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას ქუჩებში ზეიმობენ – მესამედ მოპოვებული ტიტული
არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი უკვე მესამედ გახდა. 1978 და 1986 წლები არგენტინის საფეხბურთო კარიერის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღებად შევიდა, ახლა უკვე მათ 2022 წელიც შეემატა, რამაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 1986 წლის მუნდიალი დიეგო მარადონას ბენეფისად იქცა. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, მეორედ შეძლო. ფინალში მათ გფრ-ს ნაკრები 3–2 დაამარცხეს. ბოლო, გამარჯვების გოლი კი, მარადონას პასით, ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა.
2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ლეო მესი გახლდათ, რომელმაც თამაშის დროს, თავი არაერთხელ გამოიჩინა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის დროს, ფინალში გატანილი 2 გოლია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლა ანგარიშით ფრე 2:2 დამთავრდა. ამის გამო, პენალტი დაინიშნა და შედეგად, არგენტინამ 5-დან 4 გოლი გაიტანა, მეხუთე უბრალოდ აღარ დაარტყეს, რადგან გუნდს უკვე გარანტირებული გამარჯვება ეკუთვნოდა. მეოთხე პენალტი გონსალო მონტიელიმ დაარტყა და არგენტინის ნაკრებმა, საფრანგეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 გაიმარჯვა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ზეიმობს მთელი არგენტინა, ამ დიდ გამარჯვებას. ბუენოს აირესისა და ცალკეული ქალაქების ქუჩებში, ასიათასობით ადამიანია გამოსული და გამარჯვების განწყობას მთელ მსოფლიოს გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელები, 1986 წლის შემდეგ, პირველ გამარჯვებას ზეიმობენ.
სალომე ხომასურიძე