FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა მესამედ გახდა

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და შესანიშნავ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დამთავრდა.

დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთ-ერთი გოლი გაიტანეს. საბოლოოდ, პენალტების სერიაში არგენტინამ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

არგენტინის ნაკრებს ყოფილმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნაკრებმა – საფრანგეთმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია. ფრანგმა ფეხბურთელებმა თამაშის სცენარი რამდენჯერმე შეცვალეს და დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიოს ფინალზე უნიკალური შემთხვევა მოხდა. მატჩის მსვლელობისას საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 7 ფეხბურთელი შეცვალა. აქამდე არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში 7 შეცვლა არ განხორციელებულა. აღნიშნული ცვლილების შესაძლებლობა დეშამს რაბიო-ფოფანას ტრავმის შედეგად მიეცა, რომელიც ტვინის შერყევის კატეგორიაში შევიდა.

ასეთი შემთხვევების დროს დამატებითი ცვლილებების გამოყენების წესი FIFA-მ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შემოიღო. არავინ იცის დეშამმა ზუსტად რა სტრეტეგიით განახორციელა აღნიშნული ცვლილებები, თუმცა ფაქტია, რომ კატარი 2022-ის ფინალში ფეხბურთის გულშემატკივრებმა ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი მატჩი იხილეს.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი