კატარი 2022-ის ყველაზე ცუდი ფეხბურთელები

Sofascore წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარ, სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს.

ნაკრებში, ყველასთვის მოულოდნელად რამდენიმე ფეხბურთის ვარსკვლავი მოხვდა, მათ შორის პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ. ფეხბურთელი 6.46 ქულით შეტევაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – არგენტინის ნაკრების წევრის, ლაუტარო მარტინესის გვერდით იმყოფება, რომლის ასპარეზობაც 6.35 ქულით არის შეფასებული.

მეკარე 6.30 ქულით სენეგალის ნაკრების წევრი ედუარ მენდია. დაცვაში 6.50 ქულით ამერიკელი ფეხბურთელი სერჟინიო დესტი, 6.47 ქულით სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი აბდუ დიალო, 6.63 ქულით პოლონელი კამილ გლიკი და 6.42 ქულით ასევე პოლონეთის ნაკრების წევრი ბარტოშ ბერეშინსკი არიან.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, ერთმანეთის მხარდამხარ 6.53 ქულით შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი როდრიგო ვარგასი, 6.50 ქულით ავსტრალიელი ჯექსონ ირვანი, 6.53 ქულით სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ჰვან ინ ბომი და 6.28 ქულით ავსტრალიის ნაკრების ფეხბურთელი მეტი ლეკი არიან.

 

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი