BBC-ის ვერსიით, ლიონელ მესი წლის სპორტსმენი გახდა

არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი, BBC Sports-ის ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

,,პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი პრიზს მიიღებს, რომლის სრული სახელწოდებაა – BBC Sports Personality’s World Sport Star.

ეს ჯილდო გადაეცემა სპორტსმენს, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიო დონის წარმატებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაგვიანდება დროს, მან 2 გოლი გაიტანა და არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობაში, დიდი წვლილი შეიტანა. ფორვარდმა სულ შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა, მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ფინალში.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი