2022 წლის ფეხბურთის ,,მსოფლიო ჩემპიონები“ სამშობლოში დაბრუნდნენ

როდესაც ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ, ქუჩებში ნაკრების ფერებში გამოწყობილი ათიათასობით ადამიანი მღეროდა და ცეკვავდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებს, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გამოსახულებით, ბანერებიც ჰქონდათ გაშლილი.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი არგენტინის ნაკრები, სამშობლოში დაბრუნდა. ბუენოს აირესში, გუნდს ათასობით გულშემატკივარი, ფეიერვერკებითა და დიდი სიხარულით დახვდა.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ბორტიდან, პირველები გულშემატკივარმა ნაკრების მწვრთნელი, ლიონელ სკალონი და გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი იხილა. კაპიტანმა, თვითმფრინავიდან გასვლისთანავე მსოფლიო ჩემპიონის თასი ასწია, რომელსაც არგენტინა 1986 წლის შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 36 წლის განმავლობაში ელოდებოდა. ცხადია, ეს გამარჯვება, მათი ქვეყნისთვის ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

აეროპორტიდან გასვლის შემდეგ, მოთამაშეები ქალაქის ქუჩებში, ორსართულიანი ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც ,,მსოფლიო ჩემპიონები“ ეწერა. ფეხბურთელები საყვარელი ქალაქის ქუჩების მონახულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედნის ცენტრში მდებარე ობელისკთან მივიდნენ, სადაც გუნდი არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა მიიღო, რომელიც კატარში გამართულ ფინალურ შეხვედრას, არ ესწრებოდა. თუმცა, ცნობილია, რომ გუნდს ოჯახთან ერთად გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, საკუთარ Twitter-ზე, მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამ დიდ გამარჯვებას ზეიმობდნენ.

„მადლობა ფეხბურთელებს და ტექნიკურ სტაფს. მათ აჩვენეს, რომ არ უნდა დანებდნენ, ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს“, – დაწერა არგენტინის პირველმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ მან 20 დეკემბერი, სამშაბათი, დღესასწაულად გამოაცხადა, რადგან საყვარელი გუნდის გამარჯვება, ყველა არგენტინელს თავისებურად ეზეიმა. არგენტინა ამ დიდი გამარჯვების სიხარულისა და ემოციებიდან, ჯერ არ გამოსულა. როდესაც ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ, ქუჩებში ნაკრების ფერებში გამოწყობილი ათიათასობით ადამიანი მღეროდა და ცეკვავდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებს, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გამოსახულებით, ბანერებიც ჰქონდათ გაშლილი.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, კატარში, „ლუსალის“ სტადიონზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ასპარეზობდნენ. აღნიშნულ შეჯიბრში კი, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც ღირსეულად დაიმსახურა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი