მსოფლიო ჩემპიონატის 440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გუნდებზე გადანაწილდა

კატარი 2022-ის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ის თანხა, რაც მუნდიალის მონაწილე თითოეულმა ნაკრებმა მიიღო. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისგან განსხვავებით, წლევანდელი მუნდიალის საპრიზო ფონდი 40 მილიონით გაიზარდა და 440 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდა:

მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას 42 მილიონი დოლარი, ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს 30 მილიონი დოლარი, მესამე ადგილზე გასულ ხორვატიის ნაკრებს 27 მილიონი დოლარი, ხოლო მეოთხეადგილოსან მაროკოს 25 აშშ დოლარი გადაეცათ.

რაც შეეხება ¼ ფინალის მონაწილე დამარცხებულ ნაკრებებს, თითოეულმა 17 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 1/8 ფინალის მონაწილე დამარცხებულ ნაკრებს 13-13 მილიონი დოლარი, ხოლო ჯგუფურ ეტაპში ჩარჩენილ მონაწილეებს 9-9 მილიონი დოლარი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო ფონდის გარდა, ჩემპიონატის დაწყებამდე FIFA-მ ყველა მონაწილე ნაკრებს ,,მოსამზადებელი ხარჯების’’ დასაფარად 1.5 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი