მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

Sofascore 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარ, სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს.

ნაკრებში, მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ჩემპიონატის მომბარდირი, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე 7.53 ქულით შეტევაში, ნიდერლანდელ ფეხბურთელ კოდი გაკპოსთან ერთად არის, რომელსაც 7.57 ქულა აქვს მინიჭებული. მეკარე 8.20 ქულით პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი ვოიჩეხ შჩესნია.

დაცვაში 7.40 ქულით მაროკოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე აქრაფ ჰაკიმი, 7.53 ქულით დანიის ფეხბურთელი ანდრეას კრისტენსენი, 7.75 ქულით კამერუნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი ჟან-შარლ კასტელეტო და 7.85 ქულით – საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თეო ჰერნანდესი არიან.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, ერთმანეთის გვერდით – 7.80 ქულით ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზიმირო, 7.93 ქულით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი ლიონელ მესი, 8.13 ქულით საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი ანტუან გრიზმანი და 8.60 ქულით პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე ბრუნო ფერნანდეში, არიან.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი