ევროკავშირი გაზზე ზღვრულ ფასს აწესებს

რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების მიზანი ევროპაში არსებული უმწვავესი ენერგოკრიზისის გადაჭრაა.

ევროკავშირი გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდა, რომელიც 15 თებერვლიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევრომდე შეიზღუდება. რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების მიზანი ევროპაში არსებული უმწვავესი ენერგოკრიზისის გადაჭრაა.

შეთანხმებას წინ მწვავე მოლაპარაკებები უძღოდა, თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმება მაინც შეძლეს, მათ შორის გერმანიასთან, სადაც რუსულ გაზის ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდია. 5 დეკემბერს კი ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვისა და რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე შეთანხმდნენ, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსული გაზის ზედა ზღვარის შემცირებით, პუტინის შემოსავლები შემცირდება, რასაც იგი უკრაინაში სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს.

ფაქტს გამოეხმაურა კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რომლის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ რუსული კომპანიებისგან, მაგალითად, ,,ლუკოილისგან” გაზის ყიდვა, ქვეყანას სწორედ ზედა ზღვრული ფასის გათვალისწინებით მოუწევს.

ინგა ფუტკარაძე