,,ნაპოლი” კვარაცხელიას არ დათმობს

კვარაცხელია ,,ნაპოლის” გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც სეზონი წარმატებულად დაიწყო და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ წალენჯიხელი ბიჭი, ფეხბურთის მსოფლიო მწვერვალებს დაიპყრობს.

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლის საფეხბურთო კლუბ ,,ნაპოლში” თამაშობს, უკვე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მისი თამაშის შესახებ, ლეგენდარული ფეხბურთელები და მწვრთნელებიც კი საუბრობენ. ხვიჩას თამაშით მოხიბლული გულშემატკივარი კი, 21 წლის კვარაცხელიას, ლეგენდარულ მარადონასაც კი ადარებენ, რომელმაც თავისი კარიერის ბრწყინვალე წლები, სწორედ ,,ნაპოლში” გაატარა.

ქართველი ფეხბურთელის მომავალზე, ბევრს საუბრობენ, თუმცა, გულშემატკივრების ეჭვები, ,,ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, იტალიელმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გაფანტა და განაცხადა, რომ კლუბი ქართველი მოთამაშის ტრანსფერს არ გეგმავს.

„ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესაძლებლობა არ არსებობს. ეს არ არის დამოკიდებული შეთავაზებაზე ან თანხაზე, ის, უბრალოდ, ჩვენთან დარჩება“, – აღნიშნა ჯუნტოლიმ გამოცემა As-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 17 მატჩი 8 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა. კვარაცხელია ,,ნაპოლის” გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც სეზონი წარმატებულად დაიწყო და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ წალენჯიხელი ბიჭი, ფეხბურთის მსოფლიო მწვერვალებს დაიპყრობს.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლური გუნდი სერია A-ში ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი