ომის გავლენა მართლმადიდებელ მრევლზე – უკრაინა შობას 7 იანვარს აღარ აღნიშნავს

უკრაინა წელს პირველად შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

უკრაინა წელს პირველად შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. აქამდე, უკრაინელი მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს აღნიშნავდნენ, თუმცა უკრაინულმა ეკლესიამ ხელისუფლებას დართო ნება, რომ უდიდესი საეკლესიო დღესასწაული 25 დეკემბერს აღინიშნოს.

ისტორიულად, უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიაზე იყო დამოკიდებული, თუმცა 2019 წელს, მოსკოვის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I -მა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დამოუკიდებლობა მიანიჭა.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინელების აქტიური მოთხოვნა რუსეთისგან და გრეგორიანული კალენდრისგან თავის დაღწევა იყო. ცვლილებების შედეგად, მოსკოვთან დაკავშირებულმა უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ 25 დეკემბერი თაყვანისცემის დამატებითი დღე იქნება და ისინი შობას არ გადაიტანენ. უკრაინელი მრევლის უმრავლესობა კი კიევის საპატრიარქოს მრევლს წარმოადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, უკრაინელ მართლმადიდებელთა იმ ნახევარს, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, სურს რუსეთის პატრიარქ კირილ მეორესა და რუსეთის ეკლესიასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს.

ცნობისათვის, მე-17 საუკუნეში, რუსეთმა სამიტროპოლიტო ტახტზე ეპისკოპოსი გეოდენი დასვა, რომელმაც კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიონისე IV-მ კი ხელი მოაწერა სიგელს, რომლის მიხედვითაც კიევი რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა. 2019 წელს კი უკრაინის დამოუკიდებელი ერთიანი ეკლესია შეიქმნა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ უღიარებია.

ინგა ფუტკარაძე