FIFA – წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სიის სათავეში ვერ მოხვდა
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. არგენტინამ 36-მატჩიანი წაუგებელი სერიის, კოპა ამერიკის მოგებისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონობის მიუხედავად, სიაში წინ მხოლოდ ერთი ადგილით გადაინაცვლა და მეორე ადგილი დაიკავა.
FIFA-ს რეიტინგის ლიდერი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებია, ხოლო მესამე პოზიციაზე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, მუნდიალის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრებია. რეიტინგის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ბრაზილია – 1840.77 ქულა
2. არგენტინა – 1838.38 ქულა
3. საფრანგეთი – 1823.39 ქულა
4. ბელგია – 1781.3 ქულა
5. ინგლისი – 1774.19 ქულა
6. ნიდერლანდები – 1740.92 ქულა
7. ხორვატია – 1727.62
8. იტალია – 1723.56
9. პორტუგალია – 1702.54
10. ესპანეთი – 1692.71
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცვლილება არ განუცდია და 1305.98 ქულით რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებს. მიმდინარე რეიტინგი 2023 წლის გაზაფხულამდე აღარ განახლდება.
თაკო ბოკუჩავა