2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამახსოვროდ მესის ეროვნული ვალუტის ბანკნოტზე გამოსახავენ

ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის გამოსახულების კუპიურაზე დაბეჭდვა ცენტრალური ბანკების დირექტორების ინიციატივაა.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ინიციატივით, 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების ,,უკვდავსაყოფად’’, ეროვნული ვალუტის ბანკნოტები შესაძლოა ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის გამოსახულებით დაიბეჭდოს.

როგორც El Financiero იუწყება, ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის გამოსახულების კუპიურაზე დაბეჭდვა ცენტრალური ბანკების დირექტორების ინიციატივაა. მესის გამოსახულება, სავარაუდოდ, 1000 პესოს კუპიურაზე დაიბეჭდება, რაც ფეხბურთელის საფეხბურთო მაისურის ნომერს – 10 უკავშირდება. კუპიურის უკანა მხარეს კი არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მეტსახელის „La Scaloneta“-ის დატანა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ეროვნულმა ბანკმა სულ რამდენჯერმე გამოსცა სამახსოვრო მონეტები: 1978 წელს საფეხბურთო ნაკრების მიერ პირველი მსოფლიო თასის მოგების, სახელმწიფოებრიობის 200 წლისთავისა და არგენტინის პირველი ლედის – ევა პერონის – გარდაცვალების 50 წლის იუბილეს დროს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც არგენტინული კუპიურა ფეხბურთელის გამოსახულებით დაიბეჭდება. არგენტინის ეროვნული ნაკრები 1978 და 1986 წლების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი