რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას იარაღით ჩრდილოეთ კორეა ამარაგებს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო ,,როიტერი” ავრცელებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ასეთი ფაქტი, ყველაზე მცირე, ორჯერ განხორციელდა.

„გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთში სარაკეტო დანადგარები და რაკეტები გააგზავნა, რომლებიც „ვაგნერის“ ძალებმა გამოიყენეს“, – განმარტა „როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ.

,,როიტერის” წყარო, ასევე იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული შეიარაღება, უკრაინაში ომის მიმდინარეობის დინამიკას, სავარაუდოდ, ვერ შეცვლის. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, საქმის კურსში, ამერიკის შეერთებული შტატებიც არის. აშშ-ს კი, ეს ქმედება აშფოთებს.

,,როიტერის” ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის დაზვერვა უახლოეს ხანში, უკვე ოფიციალურად დაადასტურებს. სააგენტოს ცნობით, გამორიცხული არც ის ფაქტია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ, ახალი სანქციებიც მიიღონ, რომლის მიხედვითაც, მათ საზღვარგარეთიდან შეიარაღების მიწოდება შეეზღუდება.

სალომე ხომასურიძე