ილია სულამანიძემ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა
,,იერუსალიმის მასტერსი” საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, ,,ძიუდოს მასტერსზე”, ქართველმა სპორტსმენმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ჩემპიონმა, ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა და ტურნირზე, საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე არაერთი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის, კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძეც არის. ლუკა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. კონტინენტის მოქმედმა ჩემპიონმა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უზბეკი – დავლატი ბობონოვი, დაამარცხა.
მესამე ადგილის დაუფლება, კიდევ ერთ ქართველ ძალოსანს, ბექა ღვინიაშვილსაც შეეძლო, მაგრამ სპორტსმენი ბრაზილიელ მაჩედოსთან დამარცხდა.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 22 დეკემბერს ტურნირზე კიდევ ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ვარლამ ლიპარტელიანმა, ონისე სანებლიძემ, გიორგი ბერიაშვილმა (სამივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანმა ქალმა სოფია სომხიშვილმა შეჯიბრი, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ,,იერუსალიმის მასტერსი” საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურნირზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
სალომე ხომასურიძე