ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების გვერდით – 2022 წლის ტოპ 10 ტრანსფერი
რამდენიმე დღის წინ, სპორტული სტატისტიკის ვებგვერდმა Flashscore-მა 2022 წლის ყველაზე მომგებიანი ტრანსფერები დაასახელა. ათეულში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
,,ივლისში, როდესაც ნაპოლის ხელმძღვანელობამ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა, ცოტა ელოდა, რომ რამდენიმე თვეში ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ რუბინში გამოავლინა და სერია A-ს პირველივე ტურიდან, ნაპოლის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. ხვიჩამ თავისი თავის წარმოჩენა ჰელასთან და მონცასთან გამართულ შეხვედრაზეც შეძლო, სადაც ორი გოლი მიითვალა. მთლიანობაში მას პარტენოპეის მაისურით 8 ბურთი აქვს შეგდებული, რასაც 10 საგოლე გადაცემა ემატება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეტსახელად ,,კვარადონა’’ შეარქვეს. აღნიშნული ტრანსფერი იტალიური კლუბისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ,,ბევრი მუსიკა, ცოტა ფულის სანაცვლოდ’’, “ – წერს Flashscore.
რაც შეეხება Flashscore-ის მიერ შედგენილ ათეულს, ასე გამოიყურება:
1. ვესლი ფოფანა – ლესტერიდან ჩელსიში;
2. რობერტ ლევანდოვსკი – ბაიერნიდან ბარსელონაში;
3. ერლინგ ჰოლანდი – დორტმუნდიდან სიტიში;
4. სადიო მანე – ლივერპულიდან ბაიერნში;
5. ხვიჩა კვარაცხელია – დინამო ბათუმიდან ნაპოლში;
6. ადამ ჰლოზეკი – სპარტა პრაღადან ლევერკუზენში;
7. ანტონი – აიაქსიდან მანჩესტერში;
8. დარვინ ნუნიესი – ბენფიკადან ლივერპულში;
9. პაულო დიბალა – იუვენტუსიდან რომაში;
10. გაბრიელ ჟეზუში – სიტიდან არსენალში.
თაკო ბოკუჩავა