ირანის სისხლიანი რეჟიმი გრძელდება

ირანში ტოტალური საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

25 წლის ირანელ ქალს, მაჰსა ფეირავის, რომელმაც თეირანში საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, ,,პროსტიტუციის წახალისებისთვის’’ 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

Daily Mail-ის ცნობით, ფეირავის გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს ,,კორუფციისა და პროსტიტუციის წახალისებაში’’, ასევე ,,შეთქმულების ორგანიზებაში’’.

ირანელი ქალი საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ძალადობრივი რეჟიმი დაგდმო და პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა.

ცნობისათვის, ირანში ტოტალური საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ძალადობრივ მმართველობას აპროტესტებენ და 83 წლის უზენაესი ლიდერის – აიათოლა ალი ხამენეის – სამ ათწლეულზე მეტხნიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ 16 სექტემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში, დაახლოებით 18210 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 469 დაიღუპა, 39 ადამიანი კი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშეა.

წყარო: Daily Mail

თაკო ბოკუჩავა