ქუთაისში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვება გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. გამართულ ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ:
წლის სპორტსმენი – სანდრო ბაზაძე ( ფარიკაობა);
წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში – გიორგი ტაბატაძე ( ძალოსნობა);
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – კონსტანტინე ჯანაშია (უძლიერესი მამაკაცი);
წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი – რევი თუთისანი ( მკლავჭიდი);
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნანა ძაგნიძე ( ჭადრაკი);
წლის ახალგაზრდა სპორტსმენი – ზაზა ლომთაძე ( ძალოსნობა);
წლის საუკეთესო გუნდი – რაგბის კლუბი „აია”;
წლის საუკეთესო ქალთა გუნდი- ქუთაისის ბალახის ჰოკეის გუნდი;
წლის საუკეთესო კლუბი- ქუთაისის ხელბურთის გუნდი;
წლის საუკეთესო სპორტსკოლა – მე-12 სპორტსკოლა.
რაც შეეხება წლის წარმატებულ სპორტსმენებს, ჯილდოები გადაეცათ:
გიორგი სულავა (თავისუფალი ჭიდაობა);
საბა ინანეიშვილი (ძიუდო);
გიორგი თუთაშვილი (ძიუდო);
ირაკლი გობეჯიშვილი (ძალოსნობა);
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა);
დავით კოღუაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
ბაგრატ გაგნიძე ( თავისუფალი ჭიდაობა);
დავით აბდალაძე ( თავისუფალი ჭიდაობა);
საბა კვინიკაძე (კრივი);
გიორგი მუმლაძე (ტყვიით სროლა).
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი წარმატებული სპორტსმენების წახალისება და სპორტის მხარდაჭერაა.
თაკო ბოკუჩავა