ფეხბურთის ლეგენდა ოჯახის წევრებს გამოემშვიდობა

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის – პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 82 წლის ყოფილი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ, გულის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოემშვიდობა.

გუშინ ბრაზილიურ მედიაში პელესთვის დამზადებული ოქროს კუბოს სურათი გავრცელდა, თუმცა საზოგადოების კრიტიკის გამო სურათი მალევე წაშალეს.

მედიაში იმაზეც წერენ, რომ ,,სანტოსის’’ სტადიონს სამოქალაქო პანაშვიდისთვის ამზადებენ. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ,,სანტოსში’’ გაატარა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი რამდენიმე წელია ნაწლავის სიმსივნეს ებრძვის. 2021 წლის სექტემბერში პელეს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, თუმცა ამ ეტაპზე დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა 21 წლიანი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 1 281 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი