უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ეს კი, მოქალაქეებისთვის გაფრთხილებაა, რომ უკრაინაზე საჰაერო იერიშების საფრთხე არსებობს და თავშესაფრებში გადავიდნენ.
უკრაინული მედია, ამ ინფორმაციას, უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი, განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყალზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს.
წყარო: leopolis.news
სალომე ხომასურიძე