ირანელმა მოჭადრაკე ქალმა საერთაშორისო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა
Reuters-ის ცნობით, ირანელი მოჭადრაკე ქალი, 25 წლის სარა ხადემი, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე წარსდგა.
ირანში დაწყებული ტოტალური პროტესტის შემდეგ, პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად არაერთმა ირანელმა სპორტსმენმა ქალმა იასპარეზა ჰიჯაბის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. მაჰსა ჰიჯაბის ,,არასწორი’’ ტარების გამო დააკავეს, რასაც გოგონას საავადმყოფოში მოხვედრა და გარდაცვალება მოყვა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ძალადობრივ მმართველობას აპროტესტებენ და 83 წლის უზენაესი ლიდერის – აიათოლა ალი ხამენეის – სამ ათწლეულზე მეტხნიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.
თაკო ბოკუჩავა