გერმანიის ქალაქ ბალინგენში ელექტრო მანქანების დასამუხტად გზაზე ელექტრულ სისტემას აგებენ

მსოფლიოს მასშტაბით ელექტრო მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება. გერმანიაში ელექტრო მანქანების მომხმარებლებისთვის სრულ კომფორტს ქმნიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბალინგენში, გზის გასწვრივ, 1-კილომეტრიან ელექტრულ სისტემას შექმნიან, რომელზე გადაადგილების დროსაც საქალაქო და კომერციული ელექტრო ტრანსპორტი უსადენოდ დაიმუხტება.

პროექტზე ელექტრო ტრანსპორტის უსადენო დატენვის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი კომპანია Electreon მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც ეკომეგობრულობის, ისე წამყვანი ტექნოლოგიებისთვის. Electreon-თან ერთად პროექტზე ელექტრო ტრანსპორტის დამტენების უდიდესი გერმანული მწარმოებელი კომპანია EnBW მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ 3.2 მილიონ ევროიანი პროექტის პირველ ეტაპზე ელექტრული სისტემა 400 მეტრის სიგრძის გზაზე განთავსდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე ელექტრო გზა დამატებით 600 მეტრით გაფართოვდება.

პროექტის ფარგლებში, ელეტქრო ტრანსპორტის მფლობელებს მანქანის დასამუხტად კონკრეტული სივრცეების მოძებნა აღარ მოუწევთ და ავტომობილის დატენვას უსაფრთხოდ და სწრაფად შეძლებენ.

თაკო ბოკუჩავა


22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

ტაქსის უვადო ნებართვის არგამოყენების შემთხვევაში საურავი დღეში 3 ლარია – რეფორმის III ეტაპი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა რეგისტრაციის ახალი სისტემა ამოქმედდა

21 მარტი მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

TikTok-ის გამოყენება ბრიტანეთის მთავრობის წევრებსაც აეკრძალათ

პოდკასტი