კატარში ლიონელ მესის სასტუმრო ოთახი მუზეუმად გადაკეთდება

გავრცელებული ინფორმაციით კატარში ოთახს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლიონელ მესის რეზიდენცია იყო, მცირე მუზეუმად გადააკეთებენ.

ოთახში პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის პირადი ნივთები და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განსაკუთრებული მომენტების ფოტოები განთავსდება.

ოთახი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი ნაკრების წევრთან სერხიო აგუეიროსთან ერთად იყო განთავსებული ამ დროისთვის დაკეტილია და გადაკეთების შემდეგ დამთვალიერებლებისთვის გაიღება.

აღსანიშნავია, რომ კატარი 2022-ის ფინალში არგენტინამ საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში – 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი