“როდესაც გძულს ცოცხალიც, მკვდარიც და არდაბადებულიც, ეს სიძულვილის აპოგეაა” – ომის რელიგიური კომპონენტი

რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო არ უჩანს. დიდი ალბათობით საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.

დღემდე არ ისმის მოწოდებები ომის შეწყვეტისა და დიალოგისაკენ. ფაქტია, უკრაინა ისევ იარაღით და საბრძოლო მასალით მარაგდება, ქვეყანა იღებს ასევე ფინანსურ და სხვა სახის დახმარებებს. რუსეთი ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და თავს იწონებს, რომ დიდი ვერაფერი დააკლო დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა სანქციებმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან არც უკრაინას და არც რუსეთს საგრძნობი წარმატების მიღწევა არ შეუძლია.

“სიტუაცია ასეთია: ჩვენ არ შეგვიძლია კომპლექსურად, ყველა მიმართულებით მათი დამარცხება, ისევე როგორც მათ არ შეუძლიათ ჩვენი დამარცხება. ველოდებით ახალი და უფრო სრულყოფილი შეიარაღების მიღებას“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხში აღმოჩნდა და დიდ დანაკარგებს განიცდის, რის გამოც, კრემლი მობილიზაციის მორიგ ტალღას გამოაცხადებს. აქტიური საომარი მოქმედებების პარალელურად რუსეთს უარი არც „მარცვლეულის ომზე“ უთქვამს, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაკეთდა შეფასებები კონგრესმენ ჯეიმი რასკონის განცხადებაზე – „რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს“.
რამდენად აშკარაა რელიგიური კომპონენტი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში, რა შეცდომას უშვებს დასავლეთი და რამდენად სწორია ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში პრემიერ ღარიბაშვილის გათვლები? – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო “24”-ს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.

– პუტინმა „მარცვლეულის ომიც“ გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინა დღესაც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს. ომის ასეთი სიმძიმე დასავლეთმა რატომ ვერ გათვალა?

– ყოველთვის, როცა დასავლეთის მსგავსად, მხოლოდ შედეგს ვაფასებთ და არა მიზეზს, რამაც აქამდე მიგვიყვანა, არასწორ დასკვნამდე მივდივართ. ლიბერალური დასავლეთის ძალიან დიდი ნაკლია – მსჯელობს შედეგით. ევროპა რუსეთისგან იაფ ენერგომატარებლებს არ იღებს, ეს ცუდია. იმაზე არ ფიქრობს, საქმე აქამდე რატომ მივიდა. ვინ ააფეთქა ჩრდილოეთის ნავთობსადენი, ვინ დაუწესა რუსეთს სანქციები, ვინ აწვდის უამრავ იარაღს რუსეთის მოწინააღმდეგეს – ამას არ უყურებენ და შედეგიც მტკივნეულია. როდესაც რუსეთს უწესებ სანქციებს, ის გიპასუხებს. პასუხის შეფასება მიდის და პასუხით გმობენ. დღეს ევროპას ლოგიკური აზროვნების არხი აბსოლუტურად ჩაკეტილი აქვს. მართალი გითხრა, ევროპის მმართველი წრეები ასეთი უტვინო არ მეგონა. რას ნიშნავს, მათი მხრიდან ასეთ თვითგანადგურებაზე წასვლა?! უკრაინაც თვითგანადგურებაზე წავიდა, იმის მაგივრად, რომ ჩაირთოს ლოგიკური აზროვნება, გონიერი პოლიტიკოსები საუბრობდნენ, ხდება სიძულვილის დათესვა. ომიც მესმის, ბრძოლაც, მაგრამ ქართველებს ომთან სხვა კულტურა გაგვაჩნია. გავიხსენოთ, – არავინ გაბედოს დატყვევებულებს, რომ მიაყენოს შეურაცხყოფა და ა.შ. ასეთი სიძულვილი კაცობრიობის მიმართ, ერების მიმართ, ჩვენ არ გვქონია. თურქეთი, ოსმალეთი, რომელთა მიმართაც გვქონდა ზუსტად რელიგიური ომები, რომლებიც ვაზს გვიკაფავდნენ და ეკლესიებს გვიხურავდნენ, ჩვენ მათ მიმართაც არ გვაქვს სიძულვილი. დღეს თურქეთი ჩვენი მეგობარია ანუ ჩვენ ეს გადავლახეთ. როდესაც გძულს ცოცხალიც, მკვდარიც და არდაბადებულიც, ეს სიძულვილის აპოგეაა.

მაია ნიკოლეიშვილი

“ეს ომი არის უკვე აბსოლუტურად რელიგიური, მთლიანად ამოვარდნილი ადამიანური ღირებულებებიდან”

სიძულვილსაც კი აქვს თავისი ზომა და წონა. სამწუხაროდ, მთელი ევროპა ამ უბედურების ქვეშაა. ლოგიკური აზროვნება არ არის და მიდის სიძულვილის გაძლიერება. რატომ მოხდა ეს? დავუშვათ, რატომ შეჩერდა ხორბლის ტრანზიტი, იმიტომ, რომ ჯერ იყო და ყირიმის ხიდზე მოხდა თავდასხმა და დაბომბვები, დაიბომბა ენერგოობიექტები. შემდეგ, იცით, სიმფეროპოლში რაც მოხდა. ძალიან სერიოზული რამ აიცილეს თავიდან, სერიოზული აფეთქებები. ამის პასუხი იყო, რომ დღეს კიევში 80% ელექტროენერგიისა, გამორთულია. ეს დაბომბვების საპასუხოდ გაკეთდა ანუ ის, რომ საპასუხოდ კეთდება რაღაც, ამას იგნორირება უკეთდება და მძიმე შედეგამდე მიდის. შიმშილით სიკვდილზე კეთდებოდა აქცენტი. ჯერ ერთი, პუტინმა განაცხადა: – მე უღარიბეს ქვეყნებს მივაწვდი ხორბალს უფასოდ. ეს განცხადება იკარგება და ის, რომ თურმე შიმშილობა იქნება, სიცივე და მსოფლიო კატასტროფის წინაშე დგას, ეს ყველამ უნდა გავიაზროთ. როგორც ანა ლენა ბერბუკმა თქვა, მე ჩემი ამომრჩევლის აზრი არ მაინტერესებს, მე სიტყვა მივეცი უკრაინელებსო. გაიგე ვინ, ვის ომშია და ამბობს, რომ ამ ომს ასე რომ აძლიერებ, ხვალ რა იქნება, ხომ უნდა ვიფიქროთ. დღეს კიევის 80% გამორთულია. წყალს ხალხი ქუჩაში იღებს. კანალიზაცია რომ არ მუშაობს, ეს გასაგებია, ხომ? წარმოუდგენელი მდგომარეობაა და ევროპაში იმას წუხან, იქ რომ ლტოლვილების ახალი ნაკადები წავა და ევროპა ამას გაუძლებს?!. ზუსტად ამიტომ ამბობს ტაკერ კარლსონი, რომ ევროპის განადგურების ფსონი გააორმაგა ბაიდენის ადმინისტრაციამო. ევროპა განადგურდება ამ ზამთარში. რა დროს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმაა.

-რაზე მიუთითებთ, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე არ უნდა ვიფიქროთ?

– შევხედოთ, გაზაფხულზე ევროკავშირი როგორი იქნება, როგორ გამოვა ამ ზამთრის კრიზისიდან და გვენდომება თუ არა იქ შესვლა, ამაზე ვიფიქროთ. დასაფიქრებელია, ზუსტად ის, რის გამოც გვირჩევნია მართლმადიდებლურ და ტრადიციულ რელიგიებთან ანუ აღმოსავლეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ყალიბდება. იგივე ორბანთან ვიზიტი, ავიღოთ.საოცარ ნაბიჯებს დგამს ღარიბაშვილი და კარგი პერსპექტივაც ეხსნება საქართველოს, როგორც ენერგოდერეფანს. ჩვენ სიძულვილის ჭაობში ვართ შესული, რომელიც ადამიანს ლოგიკურ აზროვნებას აკარგვინებს. როგორც კი სიძულვილში შეხვალ, რეალურ პულსაციას ვეღარ გრძნობ, რეალობას წყდები და თვითგანადგურებაზე მიდიხარ. დღეს უკრაინა თვითგანადგურებაზე მიდის. ამიტომ, 12-პუნქტიან გეგმაზე რომ ვსაუბრობთ, დაახლოებით ის სიტუაციაა, ბავშვები კუბიკებით რომ თამაშობენ. აი, ის ზუსტად ის დევს აქ, უბრალოდ, იმათ დასანახად, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალა აქვთ, ამ თამაშს ვთამაშობთ. თორემ რეალურად, არავინ იცის გაზაფხულზე ევროკავშირი რა მდგომარეობაში იქნება. ვნახოთ, იარსებებს თუ არა და მერე, იქ შესვლის სურვილი გვექნება თუ არა – ევროკავშირში, რომელიც არის ანტიადამიანური, ანტიქრისტიანული ანუ პერვერტების ზეობა. არ მრცხვენია, რომ პერვერტებს ვუწოდებ. 54 გენდერია, ხომ? და აი, ეს ჩვენ გვინდა?! და თან ევროპას თავის გაჭირვება ექნება იმდენი, რომ ჩვენ ევროკავშირში გვენდომება? ამის გათვლა ხომ შეიძლება. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის. მიხარია, რომ ღარიბაშვილი ვიზიტებს ასეთნაირად აწყობს. ეს არის იუველირის სიზუსტით დაწყობილი სამომავლო პოლიტიკა – საქართველოს ხვალინდელი ადგილის პოვნის პოლიტიკა. მოდით, ნუ მივეტმასნებით, ნუ შევალთ პერვერტების ხაფანგში.

“ეს მართლა ჯიჰადია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და არავის ეგონოს, რომ იქ ვინმე არჩევს, ქართველი მართლმადიდებელი ხარ თუ რუსი”

– ანუ თავიდანვე ცხადი იყო ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენის განცხადებიდან გამომდინარე, ამ ომის არსი? მან მიუთითა, რომ რუსეთი მართლმადიდებელია, ის ტრადიციულ ღირებულებებს იცავს და ის უნდა განადგურდეს.

– ეს კონგრესმენი არ არის პირველი, ეს დიდი ხანია ისმის. ეს პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს – მართლმადიდებელი რუსეთი, როგორც ასეთი, აღარ უნდა არსებობდეს. მაგრამ არც მუსლიმანური რუსეთი უნდა არსებობდეს, არც ბუდისტური და არც ებრაული. გასაგებია, ხომ? რუსეთი არ უნდა არსებობდეს. რუსი ერი არ უნდა არსებობდეს – ერი, რომელიც მიდის ყველაფრის წინააღმდეგ. ამაზეა გათვლა.

– საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის მიზეზი, ნაწილობრივ მართლმადიდებლობაც არის?

– არა. მაგათ არც მართლმადიდებლობა ადარდებთ. მათთვის ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს რუსეთის გარშემო ცეცხლოვან რკალს. ამ პროექტს ჰქვია ანტირუსეთი – მართლმადიდებლური რუსეთი არ უნდათ. რუსეთში იმდენი ბუდისტია, იმდენი მუსულმანი და უამრავი ებრაელი, მორწმუნე ებრაელი, მაგრამ აქცენტი მართლმადიდებლობაზე კეთდება, რადგან პირველი ძალა მართლმადიდებლური რუსეთია. პროექტ „ანტირუსეთის“ მერე, ანტიჩინეთი იქნება. ჩვეულებრივ, ეს ზომბებისა და ადამიანების ბრძოლაა. დასავლეთი დღეს არის ლიბერალური ფაშიზმი. მათი ბრძოლა არის ადამიანების ადამიანობის წინააღმდეგ, უმარტივესი რესურსების გამო. რატომ გაქვს შენ ბევრი მიწა, სადაც ყველაფერი მოიპოვება. ეს მე უნდა მქონდეს – ამიტომ დაიწყეს პროექტი „ანტირუსეთი“ და აქ უნდათ ჩვენი ჩართვაც. საბედნიეროდ, კარგად მივხვდით ამ ყველაფერს. იმდენად დაფეხვილია ჩვენი ოპოზიცია და ინტელექტისგან დაცლილი, რომ მას ამის უნარი არ გააჩნია. ხელისუფლებას მათ საპირისპიროდ აქვს იმის უნარი, რომ ხვალინდელი საქართველოსთვის დააწყოს მშვიდობიანი და სასარგებლო პოლიტიკა, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვის.

-ამერიკა და ევროპა შეძლებენ რუსეთის ასე დასუსტებას? ფაქტია, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დახმარებას არ წყვეტს. ლავროვის განცხადებას შეგახსენებთ, ე.წ. სახრეთ ოსეთს დაეხმარებიან ეკონომიკური პროექტების განხორციელებასა და აღმავლობაში.

– ცხინვალს და აფხაზეთს რომ დაეხმარებიან, აქ ახალი არაფერია. მაგრამ გააჩნია, რა პროექტები იქნება. სწორედ აფხაზეთის რკინიგზის და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი, ეს არის უდიდესი პერსპექტივა საქართველოსთვის. ეს უკვე, თავისთავად, ეკონომიკური განვითარების ფასად ჩვენ დაახლოებას ნიშნავს. ჩინური აღმოსავლეთი-დასავლეთი, ჩრდილოეთი-სამხრეთი – აი, ამ გზაჯვარედინზე ვართ. რუსეთი აფხაზეთს რომ ეხმარება და დაეხმარება, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენც რომ გვეხმარება და ჩვენც რომ სხვა ტარიფი გვაქვს, ვიდრე უამრავ სხვა ქვეყანას, ამაზე თვალს რატომ ვხუჭავთ?! ის, რომ დღეს გაზის ტარიფი, ელექტროენერგია, ხორბალი და ზეთი, რომელსაც ვიღებთ, მისი ფასი რომ არ იმატებს, ეს დახმარება არ არის?! რატომ არ ვიმჩნევთ? ევროპას ზუსტად გაზის ფასი დააქცევს და წააქცევს. მეგობრული ამერიკა ევროპას როგორც ღუპავს, ვხედავთ. ევროპა ამერიკისგან უკვე დაღუპულია. „ფოქსნიუსზე“ ითქვა, რომ ამერიკამ უკვე გააორმაგა ევროპის განადგურების ფსონი, ევროპას სპობს. როდესაც უკრაინიდან ახალი ტალღები წავა, პირველი ტალღა იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის, მეორე კი შეიარაღებული უკრაინელების, რომლებსაც სძულთ. აი, მერე არის ევროპა ცოდო. ევროპა, ბარბაროსების შემოსევას რომზე, გაუთანაბრდება იმას, რასაც უკრაინელების ევროპაზე შესევა მოიტანს. ენერგოკრიზისი და დეინდუსტრიალიზაციის პროცესი ევროპაში მიმდინარეობს და ამ ზამთარში ეს ყველაფერი უკვე ჩვენ თვალწინ იქნება. ფასები მთელ მსოფლიოში იმატებს, კატასტროფაა. ტექტონიკური რყევებია.

– თქვენ ჯიჰადი ახსენეთ, რელიგიური ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. რადგან დასავლეთის დაპირისპირების მიზეზი რუსეთისთვის ცნობილია, შესაძლოა თუნდაც რელიგიური კუთხით და მისი დაცვის საბაბით პუტინმა ატომურ იარაღი მართლა გამოიყენოს? დღეს ბირთვული საფრთხე მეტად აქტუალურია.

– არა. გამორიცხულია. ეს არის ცივილიზაციების ომი. რელიგიური მდგენელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე ნაწილია. ეს არის ცივილიზაციებს შორის ომი ადამიანებსა და პერვერტებს შორის. პერვერტებსა და ადამიანებს შორის ანუ ნორმასა და ანომალიას შორის არის ცივილიზაციური ომი. ეს უფრო მეტია, ვიდრე მარტო რელიგიური ომი. აქედან გამომდინარე, პუტინი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. მას დოქტრინაში უწერია ცალსახად და მით უმეტეს, თქვა – ჩვენ პირველები არ გამოვიყენებთ. გამოვიყენებთ მხოლოდ საპასუხოდო. მაგრამ ყველანაირად უბიძგებენ, ეს გააკეთოს.

– ევროპას წინ ცივი და მშიერი ზამთარი ელოდება თუ ბევრად უფრო რთული?

– უფრო რთული, ორი ნაკადი თუ მიაწყდება მას, ჯერ მშვიდობიანი უკრაინელების და მერე შეიარაღებული. წარმოიდგინეთ, კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები, რომლებიც ბოლოსდაბოლოს მიხვდებიან, რომ ტყუილად იხოცებიან – ის შეიარაღებული ავღანიზებული უკრაინა. პირველი მშვიდობიანი ტალღა ხომ, მაგრამ მეორე ტალღა რომ მიაწყდება ევროპას, ეს იქნება რომის სიმძიმის გზით იმპერიაზე ბარბაროსების შეტევა. ევროპას ბევრად უარესი ელოდება. ევროპა ჯერ კიდევ სრულ თვითგანადგურებაზეა – უკრაინა და ევროპა მთლიანად. მაგრამ იმდენად ბრაზში და ბოღმაში არის გადატანილი ყველაფერი, ლოგიკა აღარ მუშაობს. თორემ ლოგიკური აზროვნება რომ მუშაობდეს, კითხვა დაიბადებოდა, რისთვის ეს ყველაფერი?!.  ნატოში შესვლისთვის?! მიდის გაბოროტება, სიძულვილის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანა. სიძულვილი გონებას აბრმავებს. უნდა იცოდე, ეს რის პასუხად მიიღე. რა იყო პირველი? ლოგიკური აზროვნება გამორთულია, მუშაობს თვითგანადგურება. ეტყობა, ზელენსკი გვიან მიხვდა ამას. ზელენსკიმ გადახია ყველაფერი, ჯერ მინსკის ხელშეკრულება. მინსკი იყო ყველაზე ჭკვიანური მაშინ მათთვის – ნეიტრალიტეტი და თავის ტერიტორიებს იტოვებდა. ლუგანსკი და დონეცკი მის იურისდიქციაში რჩებოდა და უბრალოდ, უნდა მიეცა რუსულად საუბრის უფლება, არ დაეჩაგრა ეს ხალხი. ამაზე ზელენსკიმ უარი თქვა. მერე ერდოღანი ჩაერია და იქ, ფაქტობრივად, გადახია ყველაფერი იმიტომ, რომ ამერიკელებს ასე აწყობდათ.

“ამერიკელებს უნდოდათ ევროპის განადგურება. უკრაინა სამსხვერპლოა”

ეს ყველაფერი ამერიკას დაარტყამს. აუცილებლად ბუმერანგად მიუბრუნდება. სხვათა შორის, ამერიკა უკრაინელებს არ იღებს. თუ უკრაინელი მებრძოლები ამერიკაშიც ჩავიდნენ, მერე ამერიკასაც ძალიან ცუდი დღე ელის.

 

– ამიტომ არიან უკრაინელები შემართული, ჩვენ ჯარით მოვალთ და დაგეხმარებითო, საქართველოსკენ იშვერენ ისრებს?

– ჰო, ჯარი სადღაც უნდა დავასაქმოთო. მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ დასასაქმებელი კი არა, ამ ჯარს გასაქცევი ექნება. აბსოლუტურად ამოვარდნილია უკრაინის ქმედება ლოგიკური აზროვნებიდან. მსხვერპლი უკრაინა – ძალიან მენანება. ხალხი სამსხვერპლოზეა მიყვანილი. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აბრმავებს ბუნებას სიძულვილი და როგორ არ კითხულობ, რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ ვკითხულობთ, აფხაზეთი – რისთვის დაიწყო ჩვენი კონფლიქტი, ხომ? მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავედით ამ მიზეზში. კითხვა დასვი, რისთვის დაიწყო ომი – ნატოსთვის? არ მოუკვდა პატრონი ამ ნატოს, თუ უკრაინა ამოწყდა? თუ ევროპა მიწასთან გასწორდა. ევროპის დეინდუსტრიალიზაცია უკვე სახეზეა. ეს ევროპარლამენტარები სირაქლემას პოზიციაში არიან, გონზე არ არიან, რა ხდება და 12-პუნქტიან გეგმის შესრულებას ველოდებითო.

– ჩვენ დაბალგანვითარებულ ქვეყნად გვთვლიან და იმიტომ, როგორც ჩანს.

-ასეა. გამოვიდა ბორელი, ნომერ პირველი დიპლომატი ევროკავშირის და თქვა, ჩვენ ვართ ბაღი. გარშემო არის ჯუნგლები. ამიტომ ჯუნგლები რომ არ შემოვიდნენ და ბაღი არ დაგვინგრიონ, ჩვენ უნდა გავიდეთ იქო. ეს თქვა ღიად და მერე უი, ამას იწერს ტელევიზიაო?! უი, არა, ჩვენ ბაღს მოვუვლითო. იცი, რა? გაცნობიერება არის ყველაზე მთავარი. გავაცნობიეროთ. როგორც რუს ლიბერალებს ეგონათ, ჩვენ კარგი რუსები ვართო და საშინელ დღეში ჩაცვივდნენ. ჩვენც არ გვეგონოს – ქართველ ლიბერალებს, ვინმე თავზე ხელს გადაუსვამს. უკრაინას ეუბნებიან, არაო და გაანადგურეს. ტკბილი სიტყვით გაგასულელებენ და დაგღუპავენ თუ პირდაპირ გეტყვიან, არ ჯობია მიხვდე, რომ შენ ის არ გიყურებს თავისი ხარისხის ადამიანად. შენ მისთვის სხვა ხარისხის ხარ, იგივე ერაყელი ხარ, რომელიც დაბომბა და 500 ათასი კაცი გაანადგურა და არც მოუბოდიშებია, შემეშალაო. ესეც არ უკადრებია იმიტომ, რომ ის 500 ათასი ერაყელი, მათთვის ადამიანი არ არის. არის ჩვეულებრივი 500 ათასი თავი, ხორცი, ბიოდეგრადირებადი მასაა. ბიოდეგრადირება – ეს არის ადამიანის ხრწნა, გვამის ხრწნა. გეუბნებიან, რომ შენ ხარ ბიომასა ანუ მასა, რომელიც უნდა გაიხრწნა.

ესაუბრა გიორგი გლოველი