ტყუპი დები, რომლებიც სხვადასხვა წელს დაიბადნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტყუპები 6 წუთის ინტერვალით, სხვადასხვა წელს დაიბადნენ. ენი ჯოუ სკოტი 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55-ზე, მისი ტყუპისცალი და, ეფი როუზი კი, 2023 წლის 1 იანვარს, 00:01-ზე მოევლინა ქვეყანას. ამის შესახებ ინფორმაციას, ,,goodmorningamerica“ ავრცელებს.
როგორც მათი დედა, კალი სკოტი ,,goodmorningamerica“-სთან საუბარში აღნიშნავს, ტყუპებისთვის მათი დაბადების ისტორია, მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული იქნება.
,,ეს ფაქტი, მათ მეტ ინდივიდუალიზმს შესძენს“, – აღნიშნა კალი სკოტმა.
მართლაც, ენი ჯოუ სკოტი და ეფი როუზი ის ადამიანები არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრება, უნიკალური დაბადების ისტორია ექნებათ.
სალომე ხომასურიძე