შენგენის ზონაში მოგზაურობის წესები იცვლება
ახალი სისტემის შემოღების მთავარი მიზეზი, უსაფრთხოებაა.
2023 წლიდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება. ევროპაში, კერძოდ კი, შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის, სპეციალური აპლიკაციის შევსება გახდება საჭირო. ამ სისტემას, ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) ჰქვია და, სავარაუდოდ, 2023 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა, შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
გამგზავრების მსურველებს, წინასწარ განაცხადის შევსება მოუწევთ. სადაც გარკვეულ ინფორმაციას შეიტანენ. მოქალაქეები ETIAS ვებგვერდზე, ისეთ პირად მონაცემებს შეიტანენ, როგორიცაა: პასპორტის ნომერი, იმ ქვეყნის სახელწოდება, სადაც გამგზავრებას აპირებენ, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციის შესახებ ცნობება და სხვა ასეთი საკითხები.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება. გადაწყვეტილება მსოფლიოს 60- ზე მეტ ქვეყანაზე ვრცელდება.
აპლიკაციის შევსება ფასიანია და მისი ღირებულება 7 ევროს შეადგენს. მოსაკრებლისგან 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები თავისუფლდებიან. შევსებული განაცხადით სარგებლობა, მოქალაქეებს 3 წლის განმავლობაში შეეძლებათ.
გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ETIAS-ს მოითხოვენ:
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ეს კი, იმ ქვეყნების სიაა, რომლის მოქალაქეებსაც, გამგზავრებამდე განაცხადის შევსება მოუწევთ:
სალომე ხომასურიძე