რუსეთსა და უკრაინას შორის, “საშობაო ზავი” დაიდება
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, განკარგულების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.
კრემლი, ცეცხლის შეწყვეტისკენ უკრაინასაც მოუწოდებს, რათა საბრძოლო ვითარებაში მცხოვრებ მოქალაქეებს, შობის დღესასწაულზე, “ღვთის სახლში” უსაფრთხოდ მისვლის საშუალება მიეცეთ.
“იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში, მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადოს და მისცეს მათ შესაძლებლობა, შობის ღამეს, მსახურებას დაესწრონ”, – ნათქვამია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, საომარ ვითარებაში მყოფ მხარეებს, ე.წ. საშობაო ზავის დადებისკენ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოუწოდა.
სალომე ხომასურიძე