თბილისის გზებზე 160 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს, თუმცა პრობლემა მაინც შეიქმნა

პრობლემის შემთხვევაში დარეკეთ “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2 61 90 50, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

თბილისში თოვლის მოსვლამ, დედაქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები შექმნა. როგორც მედია სააგენტო “24”-ს მუხიანის მცხოვრებლებმა შეატყობინეს, IV-ბ მიკრორაიონში, გობრონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზაზე მოცურების შედეგად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაშავებულა.

მოქალაქეების ინფორმაციით,  მარილი არ ყრია კახეთის გზატკეცილზეც, გზა მოყინულია და არ არის გაწმენდილი.

დედაქალაქის მერია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას გზებზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებთან დაკავშირებით. თბილისის მასშტაბით გზებზე, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.

მათივე ინფორმაციით, ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში.

“სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი