Twitter-ს ახალი ფუნქცია ემატება

სოციალურ ქსელ Twitter-ს, ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა, საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.

„მოგვიანებით ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა და შრიფტის ზომა“, – წერს ილონ მასკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ Twitter არის საიტი, რომელსაც ,,Twitter Inc“ ფლობს. ის სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს მოიცავს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები – „ტვიტები“ (tweets). ტვიტი 280-მდე (ან 140-მდე ჩინური, იაპონური და კორეული დამწერლობებისთვის; ასევე, 2017 წლამდე, ყველა დამწერლობისთვის) სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტია, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.

სალომე ხომასურიძე