ცოტნე დადიანის ქუჩის ნაწილი 6 თვით დაიკეტება

წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო, თბილისის კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე 10 იანვრიდან, 6 თვით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში – დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთზე. სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებით.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი