მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა – დაიცავი 3-ჯერ მეტი დისტანცია
თოვლის მოსვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში, გარკვეული შეზღუდვები მოჰყვება. გზებზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, იზრდება მოცურების რისკი.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია 10 რჩევას იძლევა, რომელიც სასურველია გავითვალისწინოთ მოყინულ გზაზე მოძრაობისას:
1. სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი)
2. შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე)
3. მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას
4. დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია
5. მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი
6. აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია
7. დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია )
8. დაღმართზე არ აკრიფო ინერცია
9. თუ მოგისრიალდა გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა.
10. თუ არ გიყენია თოვლის საბურავი თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან
M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი
გისურვებთ უსაფრთხო მართვას!