ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველმა სპორტსმენმა, სანდრო ბაზაძემ, ტუნისის გრან-პრის გათამაშებაში გაიმარჯვა და მსოფლიო რეიტინგში, პირველი ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველმა მოფარიკავემ, ფინალურ შეხვედრაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლუიჯი სამელე – 15:8 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, FIA-ს განახლებული რეიტინგის მიხედვით, სანდრო ბაზაძე, მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურს იკავებს. უფრო ზუსტად, სანდროს 233 ქულა აქვს და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უნგრელ არონ სილაგის 7 ქულით ჯობნის.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძის ანგარიშზე, არაერთი გამარჯვებაა. მათ შორის, 2022 წლის ევროპის ჩემპიონობა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში, სანდრომ 15-11 იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
სალომე ხომასურიძე