პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიოს თასის ჩემპიონია. სპორტსმენმა, ხმლით ფარიკაობაში გამართული ტურნირის ფინალში, იტალიელი მეტოქე 15:11 დაამარცხა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობაში, ვერცხლის მედალის მფლობელი, ქართველი სპორტსმენი, ნინა თიბილაშვილიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ირმა ხეცურიანის ანგარიშზე, 13 მსოფლიო თასი, ერთგზის მსოფლიო და ვიცე ჩემპიონობა, ევროპის ვიცე-ჩემპიონობა და ბრინჯაოს მედალი, 2015-17 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ტიტული, 2016-18 წლებში კი, საქართველოში საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო და კიდევ ბევრი ღირსეული გამარჯვებაა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი