ქართველი ტყვიის მსროლელების წარმატება სლოვენიის გრან-პრის გათამაშებაზე

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა, სლოვენიის ქალაქ რუშეში გამართულ გრან-პრის გათამაშებაზე, ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები, შერეულ წყვილთა შორის გამართულ შეჯიბრში, ქართველმა მსროლელებმა – ცოტნე მაჭავარიანმა და მარიამ ფროდიაშვილმა მოიპოვეს.

ვერცხლის მედლები კი, ქალთა გუნდურ ასპარეზობაში ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია. ცოტნე მაჭავარიანი, ნინო სალუქვაძის შვილია, რომელიც დედის გზას, ასევე წარმატებულად მიუყვება. ხუთივე ჯილდოს მფლობელი, საკუთარი სფეროს პროფესიონალია. მათ არაერთი დამსახურებული ჯილდო აქვთ მოპოვებული.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი