რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრებულ სანქციებს 8 ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას და გამკაცრებას რვა ქვეყანა შეუერთდა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა სანქციების 2023 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება, სექტემბერში მიიღო, დეკემბერში კი, უკრაინაში ინტერვენციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა და „შავი სია“ გააფართოვა.
საბჭოს გადაწყვეტილებებს, კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ. ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებიც – ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.
როგორც ევროკავშირი იუწყება, აღნიშნული ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისი იყოს.
სალომე ხომასურიძე