ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ თამაშისთვის ემზადება

კვარაცხელია მორიგი შოუს დასადგმელად ემზადება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ძირითად ნაწილთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და “რომასთან” მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება.

La Reppublica-ს ცნობით, “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დედაქალაქურ გუნდს პირველივე წუთებიდან შეუტევს.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს ლუჩანო სპალეტიმ მთელ გუნდს დასვენების უფლება მისცა, თუმცა, ხვიჩა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მაინც მივიდა, სადაც ჟუან ჟეზუსთან და დიეგო დემესთან ერთად ივარჯიშა.

მოკლედ, კვარაცხელია მორიგი შოუს დასადგმელად ემზადება. 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-20 ტურში, გათამაშების ლიდერი “ნაპოლი” “რომას” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ხვიჩამ 21 იანვარს “სალერნიტანასთან” მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.

ლელა დევდარიანი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი