ქართველი “კვარადონა” The Guardian-ის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში

ხვიჩა კვარაცხელიამ რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ჰილალი“/პორტუგალია), უსმან დემბელე („ბარსელონა“/საფრანგეთი) და ლაუტარო მარტინესი („ინტერი“/არგენტინა) არიან.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, გამოცემა The Guardian-ის მიერ დასახელებული მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, მე-40 ადგილი დაიკავა. სიის გამოქვეყნება გამოცემამ რამდენიმე დღის წინ, ნელ-ნელა დაიწყო და ამ დროისთვის, უცნობი მხოლოდ პირველი ათეული რჩება.

“კვარაცხელიამ სახელი ყაზანის „რუბინსა“ და ბათუმის „დინამოში“ გაითქვა, თუმცა, შარშან ზაფხულში, იტალიურ გუნდ „ნაპოლიში“ გადავიდა და მალევე, მსოფლიომ გაიცნო. 10 მილიონი ევრო, რომელიც მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა გადაიხადა, ახლა ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო შეთანხმებად რჩება. ხვიჩას, პროფესიონალური და ტაქტიკური თამაშები „ნაპოლის“, სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევაში დაეხმარა. მას იტალიელებმა ზედმეტსახელად ,,კვარადონა” შეარქვეს, რაც ფეხბურთელის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე, ნათლად მეტყველებს. ნეაპოლში დიეგოსთან შედარება რომ დაიმსახურო, რაღაც განსაკუთრებულია საჭირო“, – წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთლზე.

გთავაზობთ 11-20 ადგილებზე გასულ ფეხბურთელთა სიას:

11. სადიო მანე („ბაიერნი“/სენეგალი);
12. ნეიმარი (პსჟ/ბრაზილია);
13. ჰარი კეინი („ტოტენჰემი“/ინგლისი);
14. ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“/ინგლისი);
15. კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“/ბრაზილია);
16. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო);
17. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“/საფრანგეთი);
18. ფედერიკო ვალვერდე („რეალ მადრიდი“/ურუგვაი);
19. პედრი („ბარსელონა“/ესპანეთი);
20. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“/არგენტინა).

სიის პირველ ათეულს, გამოცემა დღეს, 27 იანვარს დაასახელებს.

ელენე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი