პარაპლანისტები ფრენაზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია.

აცხადებდნენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს. აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორსაც შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ოპერაციის დროს, ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ლელა დევდარიანი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი