მოლაშქრეების საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციებში
საწყის ეტაპზე, აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ნელ-ნელა განახლდება.
საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები, უკვე ქართულ მობილურ აპლიკაციაშიც არის ხელმისაწვდომი, რომელსაც „Biliki ბილიკი“ ჰქვია. ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწყის ეტაპზე, აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ნელ-ნელა განახლდება.
როგორც ცნობილია, აპლიკაციაში აღნიშნული რუკა და აღწერილობა, მოლაშქრეებს საფეხმავლო ბილიკების შესახებ, მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და ლაშქრობის დაგეგმვასაც უმარტივებს.
„აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ, ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტოსურათებს, რომლებიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ბილიკების გამოყენება, ,,ოფლაინ“ რეჟიმშიცა არის შესაძლებელი.
სალომე ხომასურიძე