კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა, მანქანით არ მგზავრობდა – გარდაცვლილი მამაოს შესახებ

გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნონა ორმოცაძე წერს:

“გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო. ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა. ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული “.

16 იანვარს, მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში, ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, არქიმანდრიტმა 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხეულის დაზიანება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ის გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:
ხანძრის შედეგად დაზარალებული მამა იოსები შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა