რუსთავში საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა
სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს, ქალაქმა რუსთავმა, 10-წლიანი პაუზის შემდეგ უმასპინძლა, რომელიც ქართველ კალათბურთელთა გუნდმა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრზე ერთმანეთს ქართველთა და ლეგიონერთა გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, 113:111 დასრულდა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მატჩის დიდ შესვენებაზე, ჩატენვისა და სამქულიანი ტყორცნის კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჩატენვის კონკურსში, კაილი რიდლიმ („ბათუმი“) გაიმარჯვა, ხოლო სამქულიანი ტყორცნის კონკურსი, მიხეილ ბერიშვილმა („თსუ“) მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, „რუსთავის“ ფორვარდ გუგა პატაშურს, ალექსანდრე მაისურაძემ სპეციალური პრიზი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო.
სალომე ხომასურიძე