ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გაიმარჯვა
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს, ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემაც (90კგ) მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.
5 თებერვალს, გრანდ სლემზე გამოსვლა, მძიმეწონოსნებმა – გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ადრევე დაასრულეს. მათთან ერთად, შეჯიბრზე გამოსვლა, ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმაც (90კგ) ადრე დაამთავრეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
სალომე ხომასურიძე