ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, გერმანიის ნაკრები, დიდი სხვაობით დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატში „რაგბი – ევროპა 2023“ პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა. თუმცა, სწორედ მასპინძლის ამპლუაში, სტუმარი გუნდი 75:12 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა, მატჩის პირველი ნახევარი 42:0 მოიგო. მეორე ტაიმში კი, ,,ბორჯღალოსნებმა” სხვაობა მნიშვნელოვნად გაზარდეს და, საბოლოოდ, ანგარიშით 75:12 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
სალომე ხომასურიძე