ლებრონ ჯეიმსი – NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ლებრონ ჯეიმსი

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

NBA-ის რეგულარულ სეზონში, „ლეიკერსსა“ და „ოკლაჰომას“ შორის, მატჩი გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში, ლებრონ ჯეიმსს, 36 ქულის მოპოვება სჭირდებოდა იმისათვის, რომ ქარიმ აბდულ ჯაბარისთვის (38 387 ქულა კარიერაში) გაესწრო და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გამხდარიყო.

ლებრონმა, მესამე მეოთხედის ბოლოს, 36 ქულამდე მიაღწია, ეს კი, მიზნამდე წარმატებით მისვლას, ავტომატურად ნიშნავდა შესაბამისად, უკვე მილოცვებსაც იღებდა.

ერთ-ერთმა პირველმა, მას სწორედ აბდულ-ჯაბარმა მიულოცა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და საკუთარი რეკორდის მოხსნას, თვალს ადევნებდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი