,,ხვიჩას შეჩერება ძალიან რთულია” – ლუჩანო სპალეტი

ლუჩანო სპალეტი 22 წლის ქართველ ფეხბურთელს, ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს და მოჰამედ სალაჰს ადარებს, რომელსაც „რომაში“ წვრთნიდა.

კვარაცხელიაზე ,,ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ანდრეა ფორტუნატოს პრემიის გადაცემის შემდეგ, მედიასთან მიმდინარე ამბებზე ისაუბრა. ეს საუბარი, რა თქმა უნდა, ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

მან ქართველი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰს შეადარა. ანდრეა ფორტუნატო მარცხენა მცველი იყო. „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, 1990-იანი წლების დასაწყისის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად იყო მიჩნეული, მაგრამ 23 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.

„ნაპოლის“ მწვრთნელს ახალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს. ლუჩანო სპალეტი 22 წლის ქართველ ფეხბურთელს, ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს და მოჰამედ სალაჰს ადარებს, რომელსაც „რომაში“ წვრთნიდა.

„ის ბურთს კარგად ფლობს, ძალიან კარგი დრიბლიორია, მშვენივრად არტყამს და ისეთ ფინტებს ასრულებს, რომ მისი შეჩერება ძალიან რთულია. დაახლოებით, ასეთია მოჰამედ სალაჰი – ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, რომელსაც მოედნის მცირე მონაკვეთზე, გამოსავალის პოვნა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და პრესის ქვეშ არ ექცევა. ხომ ხედავთ, რომ ეს ბავშვი (კვარაცხელია) მშვიდი პიროვნებაა, მას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა სპალეტიმ კვარაცხელიაზე.

აღსანიშნავია, რომ ,,ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და სერია A-ში 59 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი, უახლოეს მეტოქეს, მილანის „ინტერს“, უკვე 16 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ 1989/1990 წლების შემდეგ, ნეაპოლელებს სკუდეტოს მოპოვების პირველი რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.

მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ შთამბეჭდავ თამაშზე, დიდი გავლენა, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ იქონია. „ნაპოლის“ მიერ გატანილ 25 გოლში, მან დიდი წვლილი შეიტანა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი