გადავა თუ არა კვარაცხელია მადრიდის „რეალში“?
პოპულარული ესპანური რადიოს, Cadena SER-ის ვებგვერდზე, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებისთვის, საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა. ამბობენ, რომ მადრიდის „რეალი“ ჯუდ ბელინგემს თუ ვერ დაიმატებს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვება, რომლის თამაშსაც მადრიდში დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს.
აღსანიშნავია, რომ Cadena SER-ი ესპანეთის მთავარი რადიოქსელია, რომელიც 1924 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, წლებია უწყვეტ რეჟიმში მაუწყებლობს და ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს. 2018 წელს, ეს მონაცემები, 4 139 000 მსმენელს გაუტოლდა. მადრიდის „რეალში“ ბელინგემის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, ისინი თვალს კვარაცხელიას ადევნებენ.
ცნობილი ფაქტია, რომ ,,მადრიდის რეალი“ მომავალ სეზონში, იმედებს ჯუდ ბელინგემზე ამყარებს. მადრიდელებს სურთ, რომ ყველაფერი აპრილში გაირკვეს. ბელინგემი „სამეფო კლუბის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ თუ ეს ვარიანტი ჩაიშლება, „რეალი“ „ნაპოლისთან“ დაიწყებს მოლაპარაკებას კვარაცხელიას ტრანსფერზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბელინგემის დამატება საბოლოოდ გამოირიცხება, მადრიდელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვებიან, რომლის თამაშსაც ყურადღებით აკვირდებიან.
ფაქტი ერთია – ,,ნაპოლის“ ახალგაზრდა, ამომავალი ვარსკვლავი, მადრიდელების შეტევას გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ, მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი შეასრულა და სერია A-ში, ნეაპოლელთა მთავარი მოთამაშეა.
აღსანიშნავია, რომ არც ახალგაზრდა ფეხბურთელი მალავს სიყვარულს მადრიდის „რეალის“ მიმართ. ამასთან, ყოფილი მოთამაშეების, გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გულშემატკივარია და გულახდილად ამბობს, რომ „რეალში“ თამაში მისი ოცნებაა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ბრიტანულ საფეხბურთო სააგენტო Base-სთან თანამშრომლობს. მისი აგენტი კრისტიან ემილია, რომელსაც სურს, რომ ქართველი „ნაპოლიდან“ 100 მილიონზე ნაკლებ ფასად, არ წაიყვანოს.
,,მადრიდის „რეალი“ ამ თანხას არ გადაიხდის, „ნიუკასლი“ კი, კვარაცხელიას დასამატებლად, უკან არაფერზე დაიხევს. თუ „სამეფო კლუბის“ ვარიანტი რეალური იქნება, სააგენტოს პრიორიტეტი, სწორედ ეს ტრანსფერი გახდება“, – წერია რადიოს ვებგვერდზე.
სალომე ხომასურიძე