ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულში დაწინაურდა. ისეთ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ნეიმარი და სხვები არიან.

აღსანიშნავია, რომ თავიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით (11 გოლი, 12 საგოლე პასი) ათეულში დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციას იკავებს.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი პოპულარულმა გამოცემამ, Goal-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. სამეულში კი, მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე და „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი არიან.

„ოქროს ბურთის” კანდიდატთა რეიტინგი ასეთია:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)
4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
5. ნეიმარი (პსჟ)
6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)
8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი