ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთში 11 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები, პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან 11 მედლით დაბრუნდა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ქართველმა ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ვარშავაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ ნაკრები მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ გაწვრთნეს. მათ ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (63 კგ) გახდა. ვერცხლის მედლების მფლობელები კი, დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ცოტნე ანანიძე (77 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ). ბრინჯაოს მედლები რომეო ბერიძემ (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), საბა მამალაძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი