,,რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ამანსიო ამარო გარდაიცვალა
„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამანსიო ამარო „რეალში“ 1962-76 წლებში თამაშობდა. მან ესპანეთის ჩემპიონატი, ცხრაჯერ მოიგო. სამჯერ კი, ესპანეთის თასი. 1966 წელს, ის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა.
„ელ ბრუხომ“, რომელიც ჯადოქარს ნიშნავს, 14 სეზონის განმავლობაში, სამეფო კლუბში 471 მატჩში 155 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ამანსიომ საკუთარი კვალი ესპანეთის ნაკრებშიც დატოვა, სადაც 42 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ 1964 წელს, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა. 2022 წელს, ამანსიო ,,რეალის“ საპატიო პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა – პაკო ხენტო შეცვალა.
სალომე ხომასურიძე